საჯარო ინფორმაცია
პროექტის სახელწოდება
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის
პროექტის მოკლე აღწერა

ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია რეგიონის დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რაც მიღწეული იქნება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მდგრადობის შენარჩუნების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ზრდის უზრუნველყოფის გზით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP). პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ.

ანკეტის მიზანი

სამოქალაქო საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების დროული ინფორმირებულობა, ინტერესთა ჯგუფების ჩამოყალიბება და აღნიშნული ჯგუფებისათვის შეტყობინებების დაგზავნის სისტემის დანერგვა.

თუ გსურთ დროულად მიიღოთ ინფორმაცია იმერეთის რეგიონში მიმდინარე საკითხებსა და პროექტებზე, ქვემოთ მოცემული თემებისგან აირჩიეთ და მონიშნეთ (ერთი ან რამდენიმე) თქვენთვის სასურველი.
გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტა), რომელზეც დროულად მიიღებთ ინფორმაციას იმერეთის რეგიონში მიმდინარე საკითხებსა და პროექტებზე:

ვეთანხმები, მივიღო შეტყობინება ტელეფონზე/ელექტრონულ ფოსტაზე ჩემს მიერ ზემოთ არჩეულ საკითხებზე.


პარტნიორები